სხვა

13:38 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე FIE-ს: "ასე მარტივია ამ გადაწყვეტილების მიღება? ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ!"

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა. სანდრომ სოციალურ ქსელში პროტესტი გამოხატა იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად FIE-მ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ტურნირებში მონაწილეობის უფლება დართო. მართალია, ნეიტრალური სახელით, მაგრამ მაინც.

„უბრალოდ მინდა ვიცოდე ეს სამყარო ასეთი უსამართლოა? FIE არ შეიძლება ასე მოქცევა, როცა უდანაშაულო ბავშვები და ადამიანები უმიზეზოდ იღუპებიან. და ასე მარტივად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? გვერწმუნეთ, ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ. ჩვენ არ დავუშვებთ ამას. ოლგა ხარლანის და უკრაინელი მოფარიკავეების გვერდით ვარ”, - დაწერა ბაზაძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რუსი და ბელარუსი მოფარიკავეები საერთაშორისო ტურნირებიდან 2022 წლის მარტში მოკვეთეს, თუმცა, ერთი წლის შემდეგ ეს აკრძალვა ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ გააუქმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112276