ლეგენდარულმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა პიოტრ იანთან ბრძოლის წინ მერაბ დვალიშვილს წარმატებები უსურვა.
ირლანდიელმა სოციალურ ქსელში მერაბთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და ის თავის გამომწერებს გააცნო.
„ეს ბიჭი მომაკვდინებელი პატარა ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილია. წარმატებებს გისურვებ ამ უიქენდზე“, - დაწერა ინსტაგრამსთორიში მაკგრეგორმა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი 12 მარტს გამთენიისას, რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ქართველი მებრძოლის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა.