სხვა

22:05 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს შეხვდა და მარცხი განიცადა.

დეიან სტანოევიჩის გუნდმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაც მოულოდნელი არ არის, რადგან ესპანეთი გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მეტოქემ სამი პერიოდის შემდეგ 13-ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებმა სხვაობა შეამცირა, რადგან კონკრეტული მეოთხედი 5:2 მოიგო. საბოლოოდ, სტანოევიჩის გუნდი 10:20 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში მონტენეგროსთან წააგო (12:13), ხოლო შემდეგ ავსტრალიას მოუგო (13:12). 1 მოგებით და 2 მარცხით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 13 მარტს, საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ჯგუფში 6 ნაკრებია, საუკეთესო სამი კი მსოფლიო თასის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ესპანეთი - საქართველო 20:10 (6:2, 6:1, 6:2, 2:5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117109