ფეხბურთი

20:07 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დავით პეტრიაშვილი არენაზე ტუტორთა რეფრეშ კურსი გაიმართა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მწვრთნელთა განათლების პროგრამებისთვის ტუტორთა რეფრეშ კურსი გაიმართა.

​კურსი დავით პეტრიაშვილი არენაზე შედგა და მასში C, B, A და PRO ლიცენზიის დონის ტუტორები მონაწილეობდნენ. მოდულის მთავარი თემები მეთოდოლოგია , პრაქტიკული სესიის ჩატარება და მისი ანალიზი გახლდათ.

ტუტორთა ინსტიტუტი მწვრთნელთა განათლების მიმართულებით პირველად 2018 წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით დაინერგა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090639