ფეხბურთი

19:10 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარაცხელია იმაზე მეტ ტაშს იმსახურებს, ვიდრე გოლის გატანისთვის"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ჰკითხეს.

თუმცა, ამჯერად შეკითხვა არ იყო საფეხბურთო: სპალეტის ხვიჩას მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე მოუწია საუბარი. მოგეხსენებათ, კვარამ აგენტების კანონპროექტის მიღების შემდეგ სოციალურ ქსელში მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს ღიად დაუჭირა.

„დიახ ვნახე მისი პოსტი. მან მნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა სოციალური ქსელის მეშვეობით. მოიქცა ისე, როგორც უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა სჯერა, რომ უსამართლობა არსებობს. ის დაეყრდნო თავისი სიტყვის მოსმენის ძალას, რომელსაც ფლობს და აჩვენა ვირტუალურად ქუჩაში გასვლის სურვილი. სწორად მივიჩნევთ მის ქმედებას, უფრო მეტ ტაშს იმსახურებს დაფიქსირებული პოზიციისთვის, ვიდრე გოლის დროს ვუკრავთ. ბედნიერები ვართ, რომ გვყავს დიდებული ფეხბურთელი, რომელიც ასევე შესანიშნავი ადამიანია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ქართველ ფეხბურთელებს შორის პირველი იყო, რომელმაც თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მომავალი ევროპაა“. "ნაპოლისა" და "ატალანტას" მატჩი 11 სექტემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

0.113219