ფეხბურთი

16:02 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, მარტის საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს - ბულგარეთის და ლატვიის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ გამართავს.

ბულგარეთის 21-წლამდე ნაკრებს, რამაზ სვანაძის გუნდი 22 მარტს დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს გასამართ მეორე ამხანაგურ მატჩს, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ორივე შეხვედრას თურქეთის ქალაქი - ბელეკი უმასპინძლებს. რეპორტაჟებთან და მატჩების გარშემო სხვა ტიპის დეტალებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

NAKREBI.GE

0.112812