საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეოცე ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ სტუმრად უშუალო კონკურენტ „ალ-იტიჰადთან“ დამარცხდა, რის შედეგადაც ლიდერობა დაკარგა.
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კი მოედანი ძალიან განერვიულებულმა დატოვა, რაც ვიდეოკადრებშიც ნათლად ჩანდა. მთელი თამაშის განმავლობაში „ალიტიჰადის“ ფანები რონალდუზე ზემოქმედებას ცდილობდნენ და ისმოდა შეძახილები: „მესი, მესი, მესი“.
აქვე გეტყვით, რომ „ალ-ნასრი“ 46 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ ერთი ქულით ჩამორჩება.