ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ჟერომ როტენმა, რომელიც „მონაკოსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობდა, ლიონელ მესი გააკრიტიკა. როგორც მან „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, მესი მნიშვნელოვან მატჩებში სასარგებლოს ვერაფერს აკეთებს და პსჟ-ს პატივს არ სცემს.
„მესი არ გვინდა, ის კლუბში ჩართული არ არის. მინდინარე სეზონში 18 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ „ანჟერისა“ და „კლერმონის“ დონის გუნდებთან, ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში კი ის სრულად ქრება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ვნახეთ მისი საუკეთესო თამაშები, აქ კი რას აკეთებს? ნუთუ, ეს ხუმრობაა? პსჟ-ს პატივისცემა სჭირდება, კლუბს, რომელიც მას ძალიან მაღალ ხელფასს უხდის. შარშან „რეალთან“ მოედანზე არ ჩანდა, მაშინ ყველამ დონარუმა დაადანაშაულა, მაგრამ მას არაფერი გაუკეთებია, მისთვის პსჟ არაფერს ნიშნავს“, - თქვა როტენმა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენში“ 2021 წლიდან თამაშობს და ფრანგული კლუბი ორჯერვე ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან დაემშვიდობა.