ესპანური გამოცემა Okdiario წერს, რომ „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი მომდევნო სეზონს უკვე გეგმავს და მისი პრიორიტეტი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენაა.
„ჩავის პრიორიტეტი „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციის, ხვიჩა კვარაცხელიას გაფორმებაა, რომელმაც დიდებული სეზონით ყველა ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო“, - წერს გამოცემა.
წყაროს თანახმად, „ბარსას“ ხვიჩას გასაფორმებლად სხვა კლუბების კონკურენციის გარდა, „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის წინაღობის დაძლევა მოუწევს, რომელსაც არ სურს თავისი მარგალიტის გასხვისება.
თუმცა, ჩავი დანებებას არ აპირებს. მას მიაჩნია, რომ კვარაცხელია შეიძლება იყოს ის ვარსკვლავი, რომელიც „ბარსელონას“ ხარისხობრივადაც გააძლიერებს და ვინც სჭირდება ჩემპიონთა ლიგაზე ისევ კონკურენტუნარიანი რომ გახდეს. მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობას არწმუნებს იმაში, რომ კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშე საჭიროა, რათა „ბარსელონამ“ ახალი ბიძგი მიიღოს. აღნიშნულიც ესპანურ საიტზეც წერია.
„ბარსელონას“ ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ჟორდი ალბას, სერხიო ბუსკეტსისა და ფრენკი დე იონგის გუნდიდან წასვლა სახელფასო ბიუჯეტს გაათავისუფლებს და კლუბს ბაზარზე მანევრირების საშუალებას მისცემს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიური კლუბი ცდილობს მას ხელშეკრულება ერთი წლით გაუხანგრძლივოს და ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაუზარდოს.