„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგა ვერც ამჯერად მოიგო და კლუბის პროექტი კიდევ ერთხელ ჩავარდა. ლიონელ მესი, ნეიმარი, კილიან მბაპე და სხვები პსჟ-ს მხოლოდ იმიტომ არ უყიდია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი მოეგო. მთავარი მიზანი ევროპაში პირველობა იყო, რაც პარიზულმა გუნდმა ამჯერადაც ვერ შეძლო.
2011 წლიდან, მას შემდეგ, რაც „პარი სენ ჟერმენი“ ნასერ ალ-ხელაიფმა შეიძინა, კლუბმა მხოლოდ ტრანსფერებში 1.552 მილიარდი ევრო დახარჯა. ამ პერიოდში პსჟ-მ 29 ტიტული მოიგო, მაგრამ ყველა საფრანგეთის მასშტაბით (მათ შორის, 8-ჯერ ლიგა 1), თუმცა, ევროასპარეზზე ხელმოცარულია. პარიზელებს საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე 2019-2020 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც ფინალში „ბაიერნთან“ წააგეს (0:1).
ნასერ ალ-ხელაიფის პერიოდში პსჟ-ს ყველა ტრანსფერი და დახარჯული თანხების ჩამონათვალი ასეთია:
2011-2012 წლების სეზონი: დახარჯული 107.1 მილიონი ევრო
ტრანსფერები: პასტორე, გამეირო, მენესი, მატუიდი, სირიგუ, სისოკო, ბიშევაცი, ლუგანო და დუშე. ტიაგო მოტა, ალექსი და მაქვსელი (გუნდმა ტიტული ვერ მოიგო).
2012-2013: 151 მილიონი
ტიაგო სილვა, იბრაჰიმოვიჩი, ლავეცი, ვერატი, ლუკასი, ვან დერ ვილი, რაბიო და ბექჰემი (საფრანგეთის ჩემპიონი გახდა).
2013-2014: 135.9 მილიონი
კავანი, მარკინიოსი, დინიე და კაბაიე (გუნდმა ლიგა 1, საფრანგეთის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო).
2014-2015: 49.5 მილიონი
დავიდ ლუისი, ორიე (გუნდმა ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო).
2015-2016: 116.1 მილიონი
დი მარია, კურზავა, ტრაპი და სტამბოლი (გუნდმა ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო).
2016-2017: 134.5 მილიონი
დრაქსლერი, გედეში, ხესე, კრიხოვიაკი, ლო ჩელსო, მუნიე და ბენ არფა (გუნდმა საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო).
2017-2018: 238 მილიონი
ნეიმარი, მბაპე, ბერჩიჩე, ლასანა დიარა და დანი ალვეში (გუნდმა ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო).
2018-2019: 227 მილიონი ევრო
გამოისყიდეს მბაპე, ასევე შეიძინეს პარედესი, კერერი, ჩუპო-მოტინგი, ბერნატი და ბუფონი (გუნდმა ლიგა 1 და სუპერთასი მოიგო).
2019-2020: 95 მილიონი
დიალო, გეიე, კეილორ ნავასი, ერერა, სარაბია და იკარდი (გუნდმა ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და სუპერთასი მოიგო. ამასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა).
2020-2021: 62 მილიონი
სერხიო რიკო, რაფინია, მოიზე კინი, დანილო, ფლორენცი (გუნდმა საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო).
2021-2022: 89.5 მილიონი
ჰაკიმი, ნუნუ მენდეში, ასევე უფასოდ დაიმატეს მესი, სერხიო რამოსი, დონარუმა და ვაინალდუმი (გუნდმა ლიგა 1 და საფრანგეთის თასი მოიგო).
2022-2023: 147.5 მილიონი
ვიტინია, მუკიელე, სოლერი, ფაბიან რუისი, რენატო სანჩესი (გუნდს მხოლოდ ლიგა 1-ის მოგების შანსი აქვს, შემდეგ სუპერთასის).