ფეხბურთი

19:19 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მენიო: "ყველამ იცის "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე რისი გაკეთება შეუძლია"

„მილანის“ მეკარემ მაიკ მენიომ „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ყველამ იცის, „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე რისი გაკეთება შეუძლია.

„როდესაც „მილანში“ გადავედი, წამიყვანეს ტიტულების მუზეუმში. მთელმა ევროპამ იცის „მილანის“ სახელი და ისიც, რისი გაკეთება შეუძლია ამ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე. ახლა წილისყრას დაველოდებით და თამაშიდან თამაშზე ვიფიქრებთ.

ტრავმა დიდი ხანი მაწუხებდა, ამიტომ მინდოდა მოედანზე რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი. პსჟ გავარდა? არ მაინტერესებს, რადგან „მილანის“ ფეხბურთელი ვარ. პარიზში ვთამაშობდი, მაგრამ მას შემდეგ 9 წელი გავიდა და ახლა „მილანის გარდა, მეტი არაფერი მაინტერესებს“, - თქვა მენიომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2011-2012 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა.

0.116979