ფეხბურთი

17:45 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა დისციპლინური გადაცდომის გამო "ფრაიბურგთან" ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსი“ დღეს ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება. ცნობილია ტურინული გუნდის განაცხადი, რომელშიც პოლ პოგბა არ არის.

მიზეზი ტრავმა არაა. საქმე დისციპლინურ დარღვევას ეხება. პოგბამ გუშინ ვარჯიშზე დააგვიანა, რის გამოც კლუბმა მისი დასჯა გადაწყვიტა და ფრანგი მოედანზე ვერ გავა. სავარაუდოდ, პოგბა გუნდს „სამპდორიასთან“ მატჩისთვის დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ფრაიბურგის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. მიმდინარე სეზონში პოგბამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

0.113454