ნორვეგიასა და საქართველოს ნაკრებთა შორის გასამართი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ჩატარების თარიღი შეიცვალა.
თამაში ოსლოში 11 სექტემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ნორვეგიაში ამ დღეს არჩევნებია, რის გამოც მატჩი ერთი დღის შემდეგ, 12 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე თვეში დაიწყება. საქართველოს ნაკრები პირველ ტურში სწორედ ნორვეგიას დაუპირისპირდება, ოღონდ ბათუმში. მატჩი 28 მარტს ჩატარდება.