ფეხბურთი

16:25 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "მეოთხედფინალში იტალიურ გუნდებთან თამაში არ მინდა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სპორტში შეუძლებელი არაფერია და „მილანს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იტალიურ გუნდებთან თამაში არ სურს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯერ ჯგუფიდან გასვლა და ახლა მერვედფინალური ეტაპის გადალახვა. ვფიქრობ, მეოთხედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ახლა სერია A-ზე ვიფიქრებთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ოთხეულში მოხვედრა.

მეოთხედფინალში იმედი მაქვს, რომ „ნაპოლის“ და „ინტერს“ არ შევხვდებით. მიუხედავად ამისა, მათ ვუსურვებ მომდევნო ეტაპზე გასვლას. ჩვენ არავის გვეშინია, „ბაიერნიც“ რომ შეგვხვდეს, ეს ჩვენთვის სტიმული იქნება. შარშან ჩემპიონთა ლიგაზე თამაში გაგვიჭირდა, მაგრამ გამოცდილება დაგვამწიფა, ახლა უფრო კარგად ვუმკლავდებით ამ გამოწვევას. ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელია? მომწონს იმაზე ფიქრი, რომ სპორტში შეუძლებელი არაფერია“, - აღნიშნა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში უკვე გავიდნენ „მილანი“, „ჩელსი“, „ბაიერნი“ და „ბენფიკა“. „მილანი“ ამ ეტაპზე ბოლოს 2011-2012 წლების სეზონში თამაშობდა.

0.119499