ფეხბურთი

15:37 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

არტეტა - „რეალში“ მიწვევაზე: „ახლა მთლიანად „არსენალზე“ ვარ გადართული“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, მის მიმართ მადრიდის „რეალის" ინტერესზე ისაუბრა. ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ „სამეფო კლუბმა“ სპეციალისტს ყურადღება მიაპყრო.

„მწვრთნელები და ფეხბურთელები ვერ აკონტროლებენ მედიაში გაჟღერებულ ცნობებს. შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანად „არსენალზე“ ვარ გადართული. ძალიან ამაყი და მადლიერი გახლავართ იმისთვის, რასაც ვაკეთებ ამ საფეხბურთო კლუბში. სულ ეს არის.“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ესპანელი სპეციალისტი „ბარსელონას“ აღზრდილია. ის კატალონიურ კლუბში 1999-2002 წლებში ირჯებოდა. როგორც მწვრთნელი, არტეტა ხოსეპ გვარდიოლას ასისტენტად მუშაობდა „მანჩესტერ სიტიში“ (2016-2019), ხოლო 2019 წელს სათავეში ჩაუდგა „არსენალს,“ რომელშიც 2011 - 2016 წლებში თამაშობდა.

0.116894