ფეხბურთი

13:18 | 9.03.2023 | ნანახია NaN - ჯერ

მიულერი: „მესის წინააღმდეგ თამაში კარგად გამოგვდის. მადრიდის „რეალის“ დროინდელი რონალდუ ჩვენი პრობლემა იყო“

მიუნხენის „ბაიერნის" ნახევარმცველმა, თომას მიულერმა, ჩემპიონთა ლიგაზე „პარი სენ-ჟერმენის“თავდამსხმელ ლიონელ მესისთან კონკურენციის შესახებ ისაუბრა. 9 მარტს, „ბაიერნმა“ ტურნირის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პარიზელები 2:0 დაამარცხა. ორრაუნდიანი დაპირისპირება კი 3:0 მოიგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

„შედეგის თვალსაზრისით მესის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის კარგად გამოგვდის. საკლუბო დონეზე ჩვენი პრობლემა მადრიდის „რეალის“ დროინდელი კრიშტიანუ რონალდუ იყო.

მაგრამ მესის დიდ პატივს ვცემ. როგორ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. ის მთელ გუნდს „მიათრევდა.“

პსჟ-ის დონის კლუბში თამაში, ადვილი არ არის. რთულია კარგი გუნდური ბალანსის მიღწევა. მაგრამ ინდივიდუალურობა ბევრი მატჩის მოგებაში გეხმარება.“ - ციტირებს ტვიტერში მიულერის სიტყვებს ჟურნალისტი გეორგ ჰოლცნერი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:38 | 27.01.2022
lashalsh (143)

მეორე გოლიც მიქასია იასნია , რა გაუკეთა ზიდანის ფინტით და სად მოხვდა ძელს , ძელიდან ასხლეტილი კიდე ცარიელ კარში გაიატან იმ ჩემისამ

12:43 | 27.01.2022
dinamo222 (8587)

პირველი მომენტი რომ ქონდა 32:56 ზე კომენტატორმა რა თქვა-მიქაუტაძემ ისე დაარტყა მეკარეს ბუასილი გაუჩინაო DD

12:41 | 27.01.2022
johnsilver (1156)

ადვილად აბურთავა მთელი დაცვა.

0.078182