„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, მომავალ ზაფხულს კლუბში შესაძლო ტრანსფერების შესახებ ვარაუდი გამოთქვა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას კლუბისთვის ცენტრალური თავდამსხმელის შეძენა პრიორიტეტულია.
„იუნაიტედს" ფორვარდის შეძენა სურს, საიდუმლო არ არის. ვეგჰორსტი ალბათ მოკლევადიანი ვარიანტი იყო. თუმცა ვფიქრობ, მან გუნდს ბევრი შესძინა და ყველაფერს აკეთებს, რაც მწვრთნელს სურს.
ორი სავარაუდო ვარიანტი მახსენდება: ვიქტორ ოსიმენი - სუფთა „ცხრიანი"! ის ალბათ ახლა უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ასევე, ხალხი ჰარი კეინზე საუბრობს. შესაძლოა, მან უახლოეს მომავალში „ტოტენჰემთან“ კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყოს, ან სხვა კლუბში გადასვლა მოინდომოს.
წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ კლუბი ამ ორიდან ერთ-ერთს გაიფორმებს. მიმაჩნია, რომ „ცხრიანის" ტრანსფერი, რომელსაც სეზონში 20-25 გოლის გატანა შეუძლია, არის ის, რისკენაც კლუბი ისწრაფვის." - ციტირებს ფერდინანდის სიტყვებს William Hill.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გასაკვირია ამ უტვინო ზანგების ამბავი,რა უნდოდათ?კაცი პოკერზე მიდიოდა,პენალტიც მისი მოპოვებული იყო თუ დააკვირდებით,ან რომელს უნდა დაერტყა?ახლა ორთეთრს რომ წაეგლიჯა ზანგისთვის მასე ბურთი ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი?ჰაა,რას იტყვი კორბენ?