ფეხბურთი

10:07 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გერმანული კლუბი ორი შეხვედრის ჯამში (3:0) მეოთხედფინალში დამაჯერებლად გავიდა. სტატისტიკური პორტალის, Opta Sport-ის ცნობით, ეს ბაიერნის 21-ე გამოსვლაა ამ ეტაპზე, რაც სარეკორდოა ტურნირის ისტორიაში.

მასპინძელთაგან გოლები ერიკ ჩუპო-მოტინგმა და სერჟ გნაბრიმ გაიტანეს. პირველ მატჩში, რომელიც პარიზში გაიმართა, მიუნხენურმა კლუბმა ფრანგი კინგსლი კომანის გოლის წყალობით 1:0 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109934