ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა.
ბასილაშვილი არგენტინელ პედრო კაჩინს დაუპირისპირდა და ორ სეტში, 5:7, 3:6 წააგო. შეხვედრა საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის მოსაგებად არგენტინელს ორი ბრეიკი ეყო, ხოლო მეორე სეტში ბასილაშვილის ჩაწოდება ერთხელ მოიგო.
ბასილაშვილმა 5 ეისი მიითვალა და 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მეტოქეს 7 ეისი ჰქონდა, ორმაგი შეცდომა კი არ დაუშვია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში ნოვაკ ჯოკოვიჩის ნაცვლად მოხვდა, რომელიც ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის არქონის გამო არ დაუშვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სულ გაგანადგურეს ამ ფემინისტებმა
მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც
აფსუს რა კარგ ფორმაში იყავი
ეხ ნიკოლოზ ნიკოლოზ
საშინელ ფორმაშია
ისე თამაშობს თითქოს ჩოგანი პირველათ დაიჭირა ხელში
რა კომენტარი უნდა გააკეთოს კაცმა
...no comment...