ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი უშუალოდ ლიგა 2-ის ვებგვერდმა გამოარჩია. გიორგიმ 26-ე ტურში „ანესის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც მიითვალა. ამდენად, მისი სიმბოლურში მოხვედრა სრულიად ლოგიკური იყო. გარდა ამისა, მიქაუტაძე Fifa-ს კვირის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
აქვე გეტყვით, რომ 22 წლის თავდამსხმელი 14 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში ლიდერია, ხოლო 6 საგოლე პასით ასისტმენებს შორის მეორე ადგილზეა.