ჩოგბურთი

23:53 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფლორიდის გუბერნატორი ბაიდენს ქვეყანაში ჯოკოვიჩის შეშვებას სთხოვს

ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, სერბ ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში ვაქცინაციის გარეშე შესვლის ნება დართოს. ეს მსოფლიოს პირველ ჩოგანს, მაიამის მასტერსზე თამაშის შესაძლებლობას მისცემს.

ჯოკოვიჩმა ერთი თვის წინათ, შეერთებული შტატების მთავრობას, მისთვის ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიცემის თხოვნით მიმართა. მაგრამ უარი მიიღო. ამის გამო, ჯოკოვიჩი ვერ ითამაშებს ინდიან ველსზე.

„ეს უარყოფა არასამართლიანია, მეცნიერულად დაუსაბუთებელი და მიუღებელი. მოგიწოდებთ, გადაწყვეტილება შეცვალოთ. დროა, პანდემიასთან დაკავშირებული პოლიტიკა შეიცვალოს და ამერიკელ ხალხს ის მისცეთ, რისი ხილვაც მათ სურთ - მიეცით მას თამაშის საშუალება“, - ამ სიტყვებით მიმართა დესანტისმა ბაიდენს.

საინტერესოა, რომ რესპუბლიკელმა დესანტისმა 2021 წლის ნოემბერში გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისადაც, სკოლებს, საწარმოებს და სახელმწიფო დაწესებულებებს, შტატ ფლორიდაში მოსწავლეების და თანამშრომლებისთვის კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის მოთხოვნა აუკრძალა. ამით მან დემოკრატების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

შეერთებულ შტატებში ამჟამად მოქმედებს შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში არავაქცინირებული უცხოელების შესვლას კრძალავს. აქმ შეზღუდვის მოხსნა 11 მაისს იგეგმება.

0.116865