“მანჩესტერის” არგენტინელმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ “რეალიდან” ინგლისურ კლუბში გადასვლის პერიოდი გაიხსენა.
“ვფიქრობდი, რა გადაწყვეტილება მიმეღო. კრიშტიანუ “იუნაიტედის” ყოფილი მოთამაშეა და მირჩია დავთანხმებოდი შემოთავაზებას - მან დამარწმუნა გადავსულიყავი “მანჩესტერში.” ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ახლა უკეთ შემიძლია “ოლდ ტრაფორდზე” გადმოსვლის შეფასება – არ შევმცდარვარ”, – განაცხადა დი მარიამ.
ანხელ დი მარიამ ლუის ვან გაალის გუნდში 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.