ფეხბურთი

21:09 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარმა თურქეთში გადასვლაზე უარი თქვა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ედენ აზარმა თურქეთში გადაბარგებაზე უარი თქვა. ამის შესახებ თურქი ჟურნალისტი ერკემ ქონური იტყობინება.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, 32 წლის ბელგიელს იანვარში თურქეთის სუპერლიგაში გადასვლა შეეძლო, მაგრამ შეთავაზებაზე უარი თქვა. უცნობია, კონკრეტულად, რომელ კლუბს სურდა ედენის გადაბირება.

მიმდინარე სეზონში ედენ აზარმა ყველა ტურნირზე 7 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ბელგიელი „სამეფო კლუბის“ გეგმებში არ შედის და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში კლუბს დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112611