ფეხბურთი

20:12 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლს" ვლაჰოვიჩის შეძენა სურს

ინგლისური „ნიუკასლ იუნაიტედი“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის დუშან ვლაჰოვიჩით ინტერესდება.

El Nacional-ის ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან სერბი ფორვარდის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში გადაბარგების წინააღმდეგი არც ვლაჰოვიჩია.

ბოლო პერიოდში ის საუკეთესო ფორმაში არაა, რის გამოც ხშირად აკრიტიკებენ და „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებაც ხმები დაირხა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დუშან ვლაჰოვიჩი 2022 წლის იანვარში „ფიორენტინადან“ დაიმატა, მას შემდეგ კი, 45 მატჩში 19 გოლის გატანა მოახერხა.

0.118751