ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა კალიდუ კულიბალიმ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ნაპოლისთან“ თამაში სურს. ინგლისურმა გუნდმა „დორტმუნდის“ ძლევის შემდეგ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
კულიბალიმაც იტალიურ მედიასთან სასურველ მეტოქეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაპოლისთან“ დაპირისპირება ფინალამდე არ სურს.
„იმედი მაქვს, რომ „ნაპოლისთან“ შეხვედრა, რაც შეიძლება გვიან მოგვიწევს. ალბათ, სტამბოლში, ფინალში შეხვედრა იქნება საუკეთესო. იცით, რამდენს ნიშნავს ჩემთვის „ნაპოლი“, მაგრამ ჩემს გუნდზე ვარ ორიენტირებული. თუ მათ წინააღმდეგ თამაში მომიწევს, ყველაფერს გავაკეთებ გამარჯვებისთვის, მაგრამ ვისურვებ, რომ „ნაპოლისთან“ შეხვედრა რაც შეიძლება გვიან მოგვიწიოს“, - თქვა კულიბალიმ.
შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი „ნაპოლის“ ღირსებას 2014-2022 წლებში იცავდა, „ჩელსიში“ კი გასულ ზაფხულს გადავიდა.