კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტური უხვგოლიანი დაპირისპირებით გაიხსნა. ილია კოკაიას სახელობის ზესტაფონის ბაზაზე გამართულ მატჩში „დინამო თბილისმა“ „გაგრა“ 3:5 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი გოლი მე-9 წუთზე ულად ომარმა გაიტანა. ნახევარ საათში „გაგრამ“ მატეუშ მარკონდელეს გოლით მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, თუმცა ტაიმის ბოლოს, უსმანე კამარამ მოქმედი ჩემპიონები კვლავ დააწინაურა და პირველი ტაიმი „დინამოს“ გამარჯვებით, 1:2 დასრულდა.
მეორე ტაიმი „დინამომ“ ძალიან აქტიურად დაიწყო და 10-წუთიან მონაკვეთში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. თავი ზორან მარუშიჩმა, 17 წლის გაბრიელ სიგუამ და უსმანე კამარამ გამოიჩინეს.
ამის შემდგომ „დინამო“ შედარებით მოეშვა, რის შედეგადაც თეიმურაზ შონიამ 74-ე და 82-ე წუთებზე დუბლი შეასრულა. საბოლოოდ, მატჩი 3:5 დასრულდა.
„დინამო თბილისს“ 3 ტურის შემდგომ 9 ქულა აქვს და ჩემპიონატს ლიდერობს. „გაგრას“ მეორე ტურში ნათამაშები ფრის წყალობით 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს „დინამო“ 13 მარტს, „სამგურალის“ წინააღმდეგ, „გაგრა“ კი 12 მარტს „ტორპედოს“ წინააღმდეგ გამართავს.
ეროვნული ლიგის მესამე ტურის ორი მატჩი, „სამგურალი“ - „თელავი“ და „სამტრედია“ – „ტორპედო“ ამჟამად მიმდინარეობს. რაც შეეხება დარჩენილ ორ მატჩს, 17:00 საათზე „საბურთალო“ – „შუქურას“, „დილა“ კი „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ამანაც თუ არ გაამართლა და მაშინ ფეხბურთის ......
გაამართლა რა არიოლი-რეშკა ხო არაა ამხელა პრეზიდენტი კაცი
კაი ახლა, ინფანტინო შვეიცარელია და გლახას რავა იკადრებს...

ა, მეიცა, ბლატერი სადაური იყო?
პრინცების და შეიხების მართვას ისევ ჯობს შეჩვეული ჭირი..
"მცხოვანი ბიზნესმენის განცხადებით, მისმა თანამემამულემ არჩევნები ბინძური გზებით მოიგო და თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელია."
---------------
კიმარა ინფანტინო შვეიცარელი არაა?
თუ შვეიცარიაში დაბადებული იტალიელია?
ჯანი ინფანტინო არის იტალიური ფესვების (წარმოშობის) მქონე შვეიცარიის მოქალაქე
ხო მეც მასე ვიცი ანუ შვეიცარელია რა.... ზოგადად შვეიცარიის ერთი მეოთხედი თუ მესამედი იტალიური ფესვებითაა და ენაც იტალიური აქვთ (ყოველ შემთხვევაში იტალიური შვეიცარიაში 4 ოფიციალური ენიდან ერთერთია)