ფეხბურთი

15:46 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: “შესაძლოა “ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგოს“

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ Il Matino-სთან საუბრისას „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ ფავორიტადაც დაასახელა:



„ნაპოლი ძალიან კარგად თამაშობს და პირველ ადგილზეც დამსახურებულად იმყოფება. „აძურის“ ტრიუმფი ჯერ კიდევ ზაფხულში ვიწინასწარმეტყველე. არ მგონია ვინმემ შეძლოს ტიტულისთვის ბრძოლაში შეცილება. უპირატესობა სერიოზული ჩანს, თუმცა სპალეტისაც მესმის, როდესაც ფრთხილობს. მის ადგილზე მეც ასე ვიზამდი. მათ ზაფხულში სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, როდესაც ისეთ მოთამაშეების მოიყვანეს, როგორიც კიმი და კვარაცხელიაა. მათ ევროპაში უკვე ყველა აფასებს.“

„ნაპოლიმ“ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს. ორ ფრონტზე ბრძოლა მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან დამღლელია, თუმცა იმ ფეხბურთის გათვალისწინებით, რომელიც მათ სეზონის განმავლობაში აჩვენეს, ვფიქრობ გუნდს ლიმიტი არ აქვს.“

„ვიქტორ ოსიმენი ნაკრებში ძალიან გამომადგებოდა, თუმცა მას იტალიელი ნათესავები არ ჰყავს. „ნაპოლის“ გარდა „ატალანტას“, „რეალ მადრიდის“ და „პსჟ“-ს თამაშების ყურება მსიამოვნებს.“ - განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 25 ტურის შემდგომ სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს გუნდი 11 მარტს, „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114691