ფეხბურთი

14:42 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: „ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან მოხვედრა არ მინდოდა“

კვიპროსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ კვიპროსულ ტელეკომპანია SIGMA-სთან სტუმრობისას საქართველოსთან დაპირისპირებაზე და კვიპროსის ჩემპიონატზე ისაუბრა:



„საქართველო იყო ერთადერთი ნაკრები, ვისთან მოხვედრაც არ მინდოდა. 30 წელზე მეტია, რაც კვიპროსში ვცხოვრობ, თუმცა საქართველო ჩემი ქვეყანაა. სწორედ იქ დავიბადე, გავიზარდე და საქართველოს ნაკრების მწვრთნელიც ვიყავი. ეს ყოველთვის ჩემი ქვეყანა იქნება.“

„კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელმა“ დაამტკიცა, რომ უძლიერესი გუნდია და პირველ ადგილს სამართლიანად იკავებს. გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს პირველი 4 გუნდია და საინტერესო მატჩები გველის.“

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2022 წლის 29 ივნისს დაინიშნა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი კვიპროსი საქართველოსთან, ესპანეთთან, ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან ერთად ითამაშებს.

0.115196