საქართველოს ვაჟთა ახალგაზრდულმა ხელბურთელთა ნაკრებმა კოსტა რიკაში მიმდინარე კონტინენტთაშორის თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გიორგი გვაზავას გუნდმა, პირველი შეხვედრა ნიკარაგუას წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქეს დიდი ანგარიშით - 43:27 აჯობა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს 19 წლამდე ნაკრების 30-ე ნომერი ნიკოლოზ შერვაშიძე დასახელდა.
ჩვენი გუნდი მორიგ მატჩს დღეს, ტაიტის წინააღმედ ჩაატარებს და შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. საქართველო კოსტა რიკაში სულ 4 მაჩს ჩაატარებს, ჯგუფის გამარჯვებული კი ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც აგვისტოში გაიმართება.