ფეხბურთი

11:22 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

პოტერი: “ორი მატჩის ჯამში გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით“

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ორი 1/4 ფინალისტის ვინაობა გაირკვა, ერთ-ერთი კი ლონდონის „ჩელსია“, რომლის მთავარი მწვრთნელიც, გრემ პოტერი მატჩის შემდგომ ძალიან ბედნიერი იყო:



„ფანტასტიური ატმოსფერო და ფანტასტიური საღამო იყო. მოთამაშეებმაც და გულშემატკივრებმაც თავი საოცრად წარმოაჩინეს. ეს ძალიან კარგი შედეგია ამ შესანიშნავ ღამეს და მე ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.“

„ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ბევრი შანსიც შევქმენით. ვფიქრობ, ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება დავიმსახურეთ, რითაც ძალიან ბედნიერები ვართ.“

„კაის პირველ პენალტს ვუყურე, თუმცა განმეორებითი დარტყმის დროს სათადარიგოთა სკამზე ჩამოვჯექი და გულშემატკივრის რეაქციას ვუსმენდი. როდესაც ყიჟინა გავიგე მივხვდი, რომ შემეძლო მოედანზეც გამეხედა. კაი ჩვენი პენალტის შემსრულებელია და მან კარგად აჩვენა, რომ ასეთ რთულ დროსაც შეუძლია ზეწოლას გაუძლოს.“ - განაცხადა პოტერმა

ლონდონის „ჩელსიმ“ „დორტმუნდი“ განმეორებით შეხვედრაში 2:0 - სტერლინგისა და კაი ჰავერცის გოლებით დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. მეორე გუნდი, ვინც 1/8 ფინალური ბარიერი წარმატებით დაძლია, „ბენფიკა“ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115071