კალათბურთი

1:20 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის შედეგიანი თამაში და "ტენერიფეს" გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ სტუმრად „ბილბაო“ 74:72 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და კანარიელებმა მოიგეს.

გიორგი შერმადინმა 26:22 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ ოთხი ტურის შემდეგ 4 მოგებით L ჯგუფში ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 15 მარტს, სტუმრად „მურსიასთან“ გამართავს.

0.136555