საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი წარმატებით დაასრულა. ბოლო ტურში, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ბელგია სტუმრად, 7:4 დაამარცხა.
ბელგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების შემდაგენლობაში თალესმა და ბრუნო გომესმა დუბლი შეასრულეს. თითო გოლი გიორგი ღავთაძის, ბრუნო პეტრის და სიმი საიოტის ანგარიშზეა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფი მაქსიმალური შედეგით, 12 ქულით, პირველ ადგილზე დაასრულა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 5 ივლისს გაიმართება. ელიტ-რაუნდში გასული 20 გუნდი ხუთ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გავლენ მსოფლიო ჩემპიონატზე, საუკეთესო მეორეადგილოსნებს კი, პლეი ოფში ექნებათ საგზურის მოპოვების შანსი.
NAKREBI.GE