საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით.
კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მომავალი ევროპაშია“.
ხვიჩას გარდა, ევროპულ მომავალს მხარი ღიად ამ დროისთვის სხვა ქართველმა სპორტსმენებმაც დაუჭირეს, მათ შორის, გიორგი ქვილითაიამ, მერაბ შარიქაძემ, გიორგი ასანიძემ, გიორგი წიტაიშვილმა, გიორგი მერებაშვილმა და სხვებმა.