კალათბურთი

0:09 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 25 და ანდრონიკაშვილის 4 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსია“ სტუმრად თურქულ „დარუშაფაქასთან“ დაძაბულ ბრძოლასა და ოვერტაიმში 104:105 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მაკფადენმა 37:57 წუთში 25 ქულა და 4 პასი მიითვალა. მან 8-დან 4 ორქულიანი, 10-დან 5 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რითაც, ისევე, როგორც ქულებით თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო.

ითამაშა რატი ანდრონიკაშვილმაც, რომელმაც 10:56 წუთში 4 ქულა და 3 პასი დააგროვა. რატიმ 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 4 იყო.

„მურსია“ ოთხი ტურის შემდეგ L ჯგუფში 2 მოგებით და 2 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს, სტუმრად „ტენერიფეს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.110822