Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნიომ განაცხადა, რომ რომის „ლაციოს“ წინააღმდეგ ყველაზე ცუდად ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა.
„მარიო რუის არყოფნა მნიშვნელოვანი დნააკლისი იყო. მოედანზე ყველაზე ცუდი კვარაცხელია გახლდათ, რომელმაც ვესინოს საგოლე პასი გაუკეთა და მეტოქე ერთხელაც ვერ მოატყუა“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა და მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი თამაში წააგო.