ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩისთვის, რომელშიც „ნაპოლი“ „აინტრახტს“ უმასპინძლებს, ყველა ბილეთი გაიყიდა. ამის შესახებ ნეაპოლური მედია წერს.
ამრიგად, „სტადიო მარადონაზე“ სრული ანშლაგი იქნება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას გერმანელი ქომაგები ვერ დაესწრებიან. გადაწყვეტილება ნეაპოლურმა მხარემ მიიღო, რადგან ფრანკფურტში ამ გუნდების გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „აინტრახტს“ სტუმრად 2:0 მოუგო, საპასუხო მატჩი კი 15 მარტს გაიმართება.