ფეხბურთი

16:21 | 7.03.2023 | ნანახია 1335 - ჯერ

ოთარ კაკაბაძის შესანიშნავი მატჩი მარცხენა მცველად, საგოლე პასი და სიმბოლური ნაკრები

„კრაკოვიას“ ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი მცველი ექსტრაკლასას ვებგვერდმა გამოარჩია.

ოთარმა ვროცლავის „სლასკთან" შეუცვლელად ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა. სწორედ მისი გადაცემით გაიტანა გოლი მატეუშ ბოხნაკმა, რომელმაც 54-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:1). კაკაბაძე სხვა მომენტებშიც აქტიური იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ეს შეხვედრა საპირისპირო ფლანგზე ჩაატარა - მარცხენა მცველად ითამაშა და ძალიან კარგადაც. გავიხსენოთ, რომ ოთარს ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში 3-4-2-1 სქემაში უმეტესწილად ცენტრალურ მცველად ათამაშებს.

კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში სიმბოლურ ნაკრებში მეორედ, ხოლო სეზონში მეოთხედ მოხვდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი, „კრაკოვია“ კი 33 ქულით მეექვსე ადგილზეა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:31 | 07.03.2023
O. Mertskhali (8101)

აბა, 25 ნომერი ტყუილად ხომ არაა )

0.06462