„მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, მიკა რიჩარდსმა „მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ანტონის თამაში „ლივერპულთან" ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში (0:7) შეაფასა.
„დალოსა და ანტონის შორის გუნდური ურთიერთობა არ ყოფილა. „მანჩესტერი“ თითქოს ათი კაცით თამაშობდა, რადგან ბრაზილიელი ფლანგიდან მოწყვეტილი იყო. ჩვენ ვიცით, რამდენად კარგები არიან რობერტსონი და ალექსანდერ-არნოლდი, ამიტომ გაჩნდა ვარაუდი, რომ ანტონი შეეცდებოდა ენდრიუსთან უფრო ახლოს ეთამაშა.
თუმცა ანტონი რობერტსონს არ მეურვეობდა და თავის პოზიციაზეც არ ბრუნდებოდა. არ ვიცი, ეზარებოდა თუ ტენ ჰაგი სთხოვდა მეტოქის ნახევარზე დარჩენას, რათა კონტრშეტევებისას საფრთხე შეექმნა. მაგრამ როცა „მანჩესტერი“ ბურთს კარგავდა, ენტონი დადიოდა.“- ციტირებს რიჩარდსის სიტყვებს Manchester Evening News.