ფეხბურთი

11:55 | 7.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „წარმატების მოუხედავად, ეს „ლივერპული“ აღარ არის ძველი „ლივერპული“

„ლივერპულის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეიმი კარაგერმა, ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამარჯვების შემდეგ (7:0) მერსისაიდულ კლუბზე ისაუბრა.

„ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის „ლივერპულის“ დაბრუნება. მართალია მეორე ტაიმში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „ლივერპული“ ისეთივე გუნდი იყო, როგორიც ორი-სამი წლის წინათ, მაგრამ ობიექტურად იმ დონეზე მისვლა რთული იქნება, რადგან თამასა ძალიან მაღლა აიწია.

თუმცა, ვფიქრობ, ეს გამარჯვება ყველას აძლევს რწმენას, რომ „წითლებს“ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა შეუძლიათ. მუნდიალის შემდეგ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გულშემატკივრების უმეტესობას აღარ სჯეროდა გუნდის.

ამჟამად „ლივერპული“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110036