ფეხბურთი

11:20 | 7.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“: „აზარი უნდა წავიდეს“

„რეალის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველ ედენ აზარის წარმომადგენლებთან შეხვედრას აპირებს.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, უახლოეს დღეებში მხარეები ბელგიელის მომავალზე ისაუბრებენ.

კლუბში მიაჩნიათ, რომ უკეთესი შემოთავაზების შემთხვევაში ფეხბურთელმა ზაფხულში „რეალი“ უნდა დატოვოს. აზარს მადრიდულ გუნდში რეგულარულად თამაშის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი წავა.

მიმდინარე სეზონში 32 წლის ნახევარმცველმა პრიმერა დივიზიონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა.

32 წლის აზარი ესპანეთში 2019 წლიდან თამაშობს. მაშინ „რეალმა" „ჩელსის“ 115 მილიონი ევრო გადაუხადა მის გამოსასყიდად. მას შემდეგ ბელგიელმა ჯამში 18-ჯერ მიიღო ტრავმა.

0.115831