ფეხბურთი

10:06 | 7.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირო „ლივერპულთან“ მატჩში დაშავდა

„მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი კაზემირო, „ლივერპულთან“ (0:7) ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურის მატჩში დაშავდა - გვამცნობს ESPN.

კაზემირო შეხვედრის 77-ე წუთზე შეცვალეს. მის მაგიერ მოედანზე მარსელ ზაბიცერი გავიდა.

ევროპა ლიგის „ბეტისთან“ პირველი მერვედფინალური, საშინაო მატჩის წინ, კაზემიროს მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი შეაფასებს და დაადგენს, შეძლებს თუ არა ბრაზილიელი თამაშს.

მატჩი ხუთშაბათს, 9 მარტს გაიმართება „ოლდ ტრაფორდზე“ და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112606