ფეხბურთი

0:08 | 7.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის "კრემონეზე" ბოლო წუთზე დამარცხდა, ლუკამ ითამაშა

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის “კრემონეზე“ „სასუოლოს“ ესტუმრა და დრამატულ ბრძოლაში 2:3 წააგო.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ 35-ე წუთზე ვლად კირიკეშის ტრავმის გამო თამაშში ჩაერთო. მან სულ მეორედ ითამაშა დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით. ლუკა ტრავმისა და ახალი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ ჯერჯერობით ძირითად შემადგენლობაში ვერ დაბრუნდა.

„კრემონეზემ“ პირველი ტაიმი 0:2 წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში სირილ დესერსის დუბლით ანგარიში გაათანაბრა. მიუხედავად ამისა, ბალარდინის გუნდმა მაინც წააგო, რადგან მსაჯის მეორე კომპენსირებულ დროში მესამეც გაუშვა.

„კრემონეზე“ 25 ტურის შემდეგ 12 ქულით „სამპდორიასთან“ ერთად ბოლო ორ პოზიციას ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 12 მარტს, „ფიორენტინას“ უმასპინძლებს. ლუკა ლოჩოშვილს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 საგოლე პასი მიითვალა.

0.115355