3 მატჩი 4 დღეში და დამსახურებულად მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. წარმოუდგენლად დატვირთული გრაფიკით, 23-დან 26 თებერვლის ჩათვლით, თორნიკე შენგელიამ 3 უმაღლესი დონისა და მნიშვნელობის შეხვედრა ჩაატარა.
21 თებერვალს შენგელია იტალიიდან ამსტერდამში ჩაფრინდა და 23 თებერვალს საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდების დამარცხებაში დაეხმარა. (30 წუთი, 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი).
მატჩის დასრულებისთანავე, თორნიკე დარბაზიდანვე გაეშურა ამსტერდამის აეროპორტში და ჩარტერული რეისით ბოლონიაში დაბრუნდა, სადაც მეორე დღეს, 24 თებერვალს, ევროლიგის მატჩში, ბასკონიას წინააღმდეგ ითამაშა. მან ბოლონიელების გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა მოპოვებული 12 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით.
მატჩის დასრულების შემდეგ, შენგელია ჩარტერული რეისით ბოლონიიდან თბილისში გამოფრინდა, სადაც მეორე დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიის წინააღმდეგ გადამწყვეტ და დრამატულ მატჩში ჩვენს ეროვნულ გუნდს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა – 34 წუთი, 20 ქულა (3 სამქულიანი), 6 მოხსნა, 5 პასი. .
ისე გამოვიდა, რომ 72 საათის განმავლობაში შენგელიამ 3 სხვადასხვა ქვეყანაში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე ჯამში გატარებულ 82 წუთში 57 ქულა, 18 მოხსნა და 11 პასი დააგროვა. მის სტატისტიკაზე უფრო მნიშვნელოვანი თორნიკეს თავგანწირვა გახლავთ, ურომლისოდაც საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა.
მადლობა, კაპიტანო!
GBF.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე მართლა რა საინტერესო იქნებოდა ძველი მესი რეალში. იქვე დი მარიაც.
ოღონდ რონალდუს გარეშე.
წარმოიდგინეთ მესი-დი მარია-ბენზემა წინ და მოდრიჩი-კაზემირო-კროოსი ცენტრში.
ზედიზედ ათ ჩემპიონობას ეგენიც დადებდნენ იუვენტუს-ბაიერბივით))
+++))))))
მესის რომ პერესის რეალში ეთამაშა და მაგის ხელშეწყობა ქონოდა,მაშინ ვინ იქნებოდა დღეს წარმოდგენაც კი არ მინდა.ეხლაც ხო რა არის და პერესის ხელში ღმერთი გახდებოდა
მაგიტომაც არის მესი გოათი სხვას რომ ყველაფერს შევეშვად,ყველაზე დიდ საფეხბურთო კლუბთან და ყველაზე დიდ საფეხბურთო მაფიოზთან ჯახი მოუწია 15 წელი.მესის გარდა ვერავინ ვერ გაუძლებდა პერესს
სანამ პერესს ასეთი გავლენა ექნება ზოგადად ფეხბურთზე,მარტო ლა ლიგაზე არა,მანამდე ყოველთვის რეალი გადაწყვეტს ვინ რა უნდა მოიგოს.ტებასმა აღიარა პირდაპირ რომ პერესთან არაფერია და არ შეიძლება ერთ კაცს რომელიც კონკრეტული კლუბის პრეზიდენტია და არა ზოგადად ფეხბურთის,ამხელა გავლენა ქონდეს.კრისტინა მთლიანად პერესმა გაქაჩა,რომ არა ბაბუ,საერთოდ არ იქნებოდა ლეოსთან მაგის ხსენება.ყველაზე დიდ საფეხბურთო მაფიოზს ებრძოდა ლეო წლების მანძილზე
რა მტკიცებულება არ გაქვთ თქვე კარგმოხნულებო გადაკვეთა კარის ხაზი. ისე მსაჯს საღოლ ჯერ რა პენალტი დანიშნა და მერე გოლი არ ჩათვალა. ვალენსიასთან მესის გატანილი არ ჩათვალეს 20-25 სანტიმეტრით გადაკვეთა ხაზი და 5-6 სანტიმეტრს როგორ დაინახავდნენ. ეს რეალი რომ ამ ბარსას ათი თავით აღემატება რათუნდა ლაპარაკი მაგრამ მსაჯმა რაც გააკეთა ამ კლასიკოზე ამაზრზენია. მერე გამოვლენ და დაიწყებენ თამაშით მოუგო ბრატ მსაჯი რაშუაშიაო