გიორგი მიქაუტაძეს დიდებული სეზონი აქვს და საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია. საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში „მეცის“ გოლების 50%-ში ქართველი ფორვარდი მონაწილეობდა.
„მეცის“ ლიგა 2-ში 26 ტურის შემდეგ 40 გოლი აქვს გატანილი, საიდანაც 14 მიქაუტაძის ანგარიშზეა, გარდა ამისა, მან 6 საგოლე პასიც გააკეთა, რაც ბუნებრივია გოლში უშუალო მონაწილეობად ითვლება. ამრიგად, 40-დან 20 გოლში გიორგი მონაწილეობდა.
22 წლის ქართველი თავდამსხმელები ბომბარდირებში პირველ ადგილზეა და 1 ბურთით უსწრებს „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელ ჟან კრასოს. საგოლე პასებში გიორგი მეორეა, სწორედ კრასოს ჩამორჩება, რომლის აქტივში 7 ასისტია.
„მეცი“ ლიგა 2-ში 44 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის, უახლოეს მატჩს კი 13 მარტს, შინ ლიდერ „ლე ავრთან“ ჩაატარებს.