ფეხბურთი

17:14 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მეცის გულშემატკივართა საიტი: “მიქაუტაძემ გოლის დროს 3 მცველი მოედნიდან გააქრო“

გიორგი მიქაუტაძემ „ანსის“ წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის გულშემატკივართა საიტისგან დამსახურებული შექებაც მიიღო:



„ორი გოლითა და პასით გიორგი მიქაუტაძე, ყოველგვარი დავის გარეშე, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია. ქართველმა შემტევმა „მეცის“ მესამე გოლის დროს თავისი კლასი გამოავლინა. მას არავის დახმარება არ დასჭირდა, სამი მცველი მინდვრიდან გააქრო და მეტოქის მეკარესაც გაუმკლავდა. 14 გოლით ის ლიგა 2-ის ბომბარდირია. ასეთი ღირსეული პერფორმანსის შემდგომ რთული იქნება ქართველის მოზელის სანაპიროზე შენარჩუნება. დღეს მისით ვისიამოვნოთ - მეფე გიორგის გაუმარჯოს“

მატჩის შემდგომ კომენტარი თავად გიორგიმაც გააკეთა:

„მიმდინარე სეზონში ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. დავით ფუნქციებსაც ვითვისებ და ბურთის ართმევაშიც ვმონაწილეობ. ამჯერად უკვე „ლე ავრის“ წინააღმდეგ მოგვიწევს კარგი შეხვედრის ჩატარება“

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. 14 გოლთან ერთად მის ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემაა. მისი „მეცი“ 26 ტურის შემდგომ 44 ქულით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს გუნდი 13 მარტს, ლიდერი „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.100787