ფეხბურთი

14:33 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტობი ალდერვეირელდმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ბელგიელმა მცველმა ტობი ალდერვეირელდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს და აპირებს, რომ მთლიანად საკლუბო ფეხბურთზე ფოკუსირდეს.



ეს განცხადება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, რადგან თავად ტობიმ განაცხადა, რომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგაც გააგრძელებდა ეროვნული გუნდის მაისურით თამაშს, თუმცა როგორც ჩანს, ფეხბურთელმა გადაწყვეტილება შეცვალა.

„ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა. მადლიერი და ამაყი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ახლა დროა, რომ მეტი ყურადღება ჩემს მშვენიერ ოჯახს და „ანტვერპენში“ საკლუბო ფეხბურთს დავუთმო. ძალიან რთული, თუმცა სწორი გადაწყვეტილებაა ამ მომენტში“ - განაცხადა ალდერვეირელდმა.

ალდერვეირელდის დებიუტი „წითელი ეშმაკების“ მაისურით 2009 წლის 29 მაისს, ჩილეს წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ, მან ეროვნულ ნაკრებში 127 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში მან 3 მსოფლიოს და 2 ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.

0.11762