ფეხბურთი

13:35 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “არ არის ნორმალური, როდესაც ამ დონის გუნდი 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლს იტანს“

„რეალ მადრიდმა“ ლა ლიგაში მორიგი ქულები დაკარგა და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 9-ქულიანი გახდა. მატჩის შემდგომ ანჩელოტი გატანილი გოლების სიმცირით იყო უკმაყოფილო და ამას მკვეთრად გაუსვა ხაზი:



„დაცვაში კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბალანსი გვაკლია. უფრო მეტად დამწუხრებული ვარ, ვიდრე გაბრაზებული. არ არის ნორმალური, როდესაც ამ დონის გუნდი 3 მატჩში მხოლოდ 1 გოლს იტანს. მოთამაშეებიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან გოლის გატანის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. უფრო მეტად მომაკვდინებლები უნდა ვიყოთ.“

„არ ვფიქრობ, რომ ლა ლიგისთვის ბრძოლა დასრულებულია. 9 ქულა დიდი უპირატესობაა, თუმცა ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჯერ არ ვიცი რა მოხდება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი.“ - განაცხადა ანჩელოტიმ.

„რეალ მადრიდმა“ სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალ ბეტისის“ წინააღმდეგ დაკარგა ქულები და ლა ლიგაში 53 ქულა დაუგროვდა. მის უკან „ატლეტიკოა“ 45 ქულით, წინ კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ბარსელონა“, რომელსაც 62 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს „სამეფო კლუბი“ 11 მარტს, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.110353