სხვა

13:17 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ახალგაზრდა მოკრივეებმა ლიეტუვის ტურნირზე 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

ლიეტუვაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა ახალგაზრდა მოკრივეებმა 9 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.



დანას პოზნიაქსის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც უკვე მეთვრამეტედ გაიმართა ვილნიუსში, ცამეტი ქვეყნის 93-მა სპორტსმენმა იასპარეზა, რომელთა შორისაც ქართველებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

ჩემპიონები დავით ჯაფარიძე (თბილისი, 51 კგ), გორ აივაზიანი (ახალქალაქი, 54), ლევან დემუროვი (გორი, 57), გოჩა გორდულავა (ზუგდიდი, 63.5), დემურ ქაჯაია (ხობი, 67), შოთა ჯიქია (ფოთი, 71), გიორგი ნატროშვილი (თბილისი, 75), სამველ კაზარიანი (ახალქალაქი, 80) და ტარიელ შარიქაძე (ზესტაფონი, +92) გახდნენ.

ვერცხლის მედლები კი ლუკა ბეშლიოღლიმ (ბათუმი, 51), საბა ერემეიშვილმა (ქუთაისი, 60) და ავთანდილ მდინარიძემ (გორი, 92) მოიპოვეს.

შალვა დუნდუას მიერ მომზადებული გუნდი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება რომელიც 23 აპრილიდან 4 მაისამდე ერევანში გაიმართება.

თეგებიკრივი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116568