ფეხბურთი

22:40 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" კოლაფსი და "ლივერპულის" ისტორიული გამარჯვება

„ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერლიგაში „მანჩესტერი“ გაანადგურა - 7:0! მიუხედავად მძიმე სეზონისა, მიუხედავად პრობლემებისა და მიუხედავად „მანჩესტერის“ კარგი ფორმისა, იურგენ კლოპის გუნდმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა.

ეს ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია „იუნაიტედის“ პრემიერლიგურ ისტორიაში, თანაც, სად? „ენფილდ როუდზე“! დუბლები შეასრულეს კოდი გაკპომ, დარვინ ნუნიესმა და მოჰამედ სალაჰმა, ერთიც რობერტო ფირმინოს ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა 7-დან 6 გოლი მეორე ტაიმში გაიტანეს, 43-ე წუთამდე კი სულაც უგოლო ფრე იყო. მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ ისტორიაში პრემიერლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა 129 გოლით, გადაასწრო რა, რობი ფაულერს.

„ლივერპული“ უკვე ახლოსა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან, მხოლოდ სამ ქულაში და მის წინ მყოფ „ტოტენჰემთან“ შედარებით თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. „მანჩესტერი“ კი 49 ქულით მესამე პოზიციაზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ერიკ ტენ ჰაგის მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, ცხადია, რომ ეს თამაში მისი მანჩესტერული კარიერის შავ ლაქად დარჩება.

„ლივერპული“ – „მანჩესტერი“ 7:0 (1:0)

გოლები: 1:0 გაკპო (43), 2:0 ნუნიესი (47), 3:0 გაკპო (50), 4:0 სალაჰი (66), 5:0 ნუნიესი (75), 6:0 სალაჰი (83), 7:0 ფირმინო (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100251