ფეხბურთი

15:41 | 5.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" სეზონის ბოლოს ჩემბერლენი და კეიტა დატოვებენ

„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის შემდეგ ნაბი კეიტა და ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი დატოვებენ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს.

ორივე ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, რომელიც არცერთი შემთხვევაში გახანგრძლივდება. კეიტა „ლივერპულმა“ 2018 წელს „ლაიფციგიდან“ შეიძინა და 129 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მაგრამ კლუბისთვის შეუცვლელი ფიგურა ვერ გახდა.

ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენი კი „ლივერპულს“ 2017 წელს შეუერთდა და მას მერე 144 შეხვედრაში თავი 18-ჯერ გამოიჩინა, მაგრამ 29 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ხშირად ტრავმიანობს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ „ლივერპულს“ სეზონის ბოლოს რობერტო ფირმინოც დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117092